Wednesday, August 29, 2012

სტიგმატიზმი


სტიგმატიზმი


ვივიან ახვერდოვის გუნდი

სოციალური სტიგმა ნიშნავს ადამიანის დისკრიმინაციას ან პიროვნულ უკმაყოფილებას მისი უნიკალური თავისებურებებით, რომლითაც იგი განსხვავდება სოციალური გარემოსგან.

სოციოლოგ ირვინგ გოფმანის თეორიის მიხედვით, სტიგმა არის დამოკიდებულება, ქცევა ან რეპუტაცია, ომელიც სოციალურ დისკრედიტაციას ახდენსრის შედეგადაც სტიგმატიზმის მსხვერპლს სხვების თვალში მიეწერება უარყოფითი, მიუღებელი სტერეოტიპი, იგი გარიყულია არსებული სოციუმისგან და არ აქვს იგივე უფლებები, როგორც სოციუმის სხვა წევრებს. გოფმანმა სტიგმა განსაზღვრა, როგორც რეალური და ვირტუალური იდენტურობის არაშესაბამისობა.

ცენტრისკენული აჩქარება


ცენტრისკენული აჩქარება


სოფო სალაძის გუნდი

მიგრაცია (ლათ. Migratio-გადასახლება) - ადამიანის გადაადგილება ან გადასახლება სხვადასხვა ვადით, რომელიც სტატისტიკურად აღრიცხვადი საზღვრების გადაკვეთაში გამოიხატება. განასხვავებენ : მუდმივ, დროებით, სეზონურ, ქანქარისებურ, შიდა, გარე და სხვა სახის მიგრაციებს. მიგრაცია დღეს საკმაოდ აქტუალური თემაა. განსაკუთრებით შიდა მიგრაცია (ცენტრისკენული აჩქარება).  ცხოვრება ქალაქად - მოდა თუ საჭიროებით გამოწვეული აუცილებლობა? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გუნდის წევრებმა გადავწყვიტეთ გამოკითხვა ჩაგვეტარებინა ქალაქ ბათუმის ქუჩებში. სულ გამოვკითხეთ 500 (ხუთასი) ადამიანი. გამოკითხვა რომ უფრო მრავლისმთქმელი ყოფილიყო და ამავდროულად ერთმანეთში არ არეულიყო ორი თაობის აზრირესპოდენტები დავყეთ ორ ჯგუფად:

ძალადობის ენა


ძალადობის ენა


სალომე გეგეშიძის გუნდი

დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ 2008 წლის სექტემბერში, გორში ასობით კარვით გულშეწუხებულმა ცნობილმა მომღერალმა და ფოტოგრაფმა ბრაიან ადამსმა ვერ გაიგო რა უთხრა პატარა ბიჭუნამ, რომელმაც ზუსტად ხუთი წუთით ადრე სანამ მომღერალს შეხვდებოდა სილა იგემა სახეში საკუთარი დედისგან და აცრემლებულმა დატოვა კარავი. მე კი ამ დროს დამემართა ცხოვრებაში პირველი სტენოკარდიული შეტევა. საკუთარი სახლიდან ევნილი პატარას სიტყვებმა ისარივით გამიარა გულის ოთხივე პარკუჭში და რამდენიმე წამით სუნთქვა შემიჩერა. დამღლელი დღე უძილო ღამემ და ამ პატარაზე ფიქრმა ჩაანაცვლა.   

ჰომო ფობერი


რამდენიმე სიტყვა ჰომოფობიის შესახებ


სალომე ბოხუას გუნდი


თანამედროვე საქართველოში ჰომოფობიის თემა ხშირად ამოტივტივდება ხოლმე ტელევიზორის ეკრანებზე.

სანამ ჰომოფობიის შესახებ ვისაუბრებდეთ, ზოგადადფობიებზევთქვათ ორიოდ სიტყვა. უცხო სიტყვათა ლექსიკონის განმარტებით, სუფიქსიფობიაბერძნული სიტყვიდანფობოსმომდინარეობს და ითარგმნება, როგორც შიში. შიში რთული ფსიქოლოგიური ფენომენია, რომელსაც ყველა ადამიანი იცნობს. ფობიებზე საუბარი უძველესი დროიდან არ წყდება. ჯერ კიდევ როდის ამბობდა ჰიპოკრატე თავის ერთ-ერთ პაციენტზე: - მას აშინებს ფლეიტის დამკვრელი გოგონა. როგორც კი პირველ ბგერებს გაიგონებს, მაშინვე პანიკური შიში იპყრობს.

საფერფლიდან დაფერფვლამდე


დაფერფლე ცდუნება


ნინო ხალვაშის გუნდი

რა არის ცხოვრება? ვინ არიან ცხოვრების თანამგზავრნი? ან ვის რა როლი აკისრია ცხოვრებაში? ყველა ეს კითხვა ნებით თუ უნებლიეთ იბადება ადამიანის ცხოვრებაში, რომელსაც ერთი მართებული პასუხი ამშვენებს: ,,ცხოვრება დიდი დრამაა, სადაც მთავარ მოქმედ გმირად თუ ანტიგმირად ადამიანი ქცეულა, რომელსაც უფალმა ანგარიშიანობა, ზომიერება, შრომისმოყვარეობა და სიყვარული უანდერძა" და თუ როგორ ასრულებს ადამიანი ყოველივე ამას საკითხავია. მეტიც, ხშირად მავანი საკუთარ თავს უსვამს კითხვას - ვინ ვარ? ან რისთვის ვცხოვრობ? და თვითონვე პასუხობს: უბრალოდ ვცხოვრობ, სხვა არაფერი!

ცხოვრების მგზავრთა შორის არიან ადამიანები, რომლებიც ამ სერიოზულ კითხვებს გვერდს არ უვლიან და ვიდრე ცხოვრების დანჯღრეული ნავი საფრთხეში აღმოჩნდებოდეს, მანამდე ამჯობინებენ ჩამოსვლას, მეტიც ცდილობენ სხვასაც შეაშველონ ხელი!

გზები, რომელთაც ვერ ვირჩევთ


გზები, რომელთაც ვერ ვირჩევთ


მურთაზ ჩიქოვანის გუნდი

„შეუძლებელია, კაცი გიყვარდეს და თან გეცოდებოდეს, იმიტომ რომ, სიყვარული, ალბათ, მუხლმოყრილი ლოცვაა, სიბრალული კი საკუთარი უპირატესობის შეგნება. ხოლო თუ ვინმეზე მუხლმოყრილი ლოცულობ, აქ უპირატესობის გრძნობა გამორიცხულია“ - ჯემალ ქარჩხაძე

„ნუ მეტყვი, რომ მე ეს არ შემიძლია“ - ჯონ ლოკის რეფრენი („დაკარგულები“)


კაცობრიობის ისტორიაში ნამდვილად იარსებებდა ერთი ისეთი ფილოსოფოსი, რომელიც იტყოდა, რომცხოვრება გზაჯვარედინებისაგან შედგება და შესაბამისად, არსებობს გზები, რომელთაც ვირჩევთ, გზები, რომელთაც ვერ ვირჩევთ, ან ყველაზე უარესი, გზები, რომელთაც სხვები გვირჩევენ.“ გვირჩევენ მშობლები, გვირჩევს საზოგადოება, გვირჩევს ეკლესია, გვირჩევს მეზობელი, გვირჩევს მედია და ჩვენი ცხოვრებაც ისე იგეგმება, რომ ჩვენ მხოლოდ სტატისტის როლში ვრჩებით. ზოგჯერ ეს ჩარევა არგუმენტირებულია და შერჩევას რჩევის სახე აქვს („შენ კარგად წერ და ბიოინჟინერობას სჯობს ჟურნალისტიკას გაჰყვე“), თუმცა, ხშირად ჩვენ ჩვენი თავის იმედი არ გვაქვს და ვირჩევთ არასასურველ გზას მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა გზის გავლა ჩვენივე ავტორიტეტებს უსარგებლოდ ან შეუძლებლად მიაჩნიათ.

აივაცია

აივაცია 


გიორგი დოლმაზაშვილის გუნდი

დღევანდელ მსოფლიოში უდიდეს და ფაქტობრივად გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს დაავადებათა ჯგუფი, რომელიც სამწუხაროდ ფართოდაა გავრცელებული, ეს დაავადებები აივისა და შიდსის სახელითაა ცნობილი.

აივი ეს არის ადამინის იმუნოდეფიციტის ვირუსი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში შეჭრის შემდეგ აზიანებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, რის შედეგად ქვეითდება იმუნიტეტი.

ხოლო შიდსი არის ადამინის შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი, რომელიც წარმოადგენს ავით ინფიცირების ბოლო სტადიას, როდესაც ავადმყოფს უვითარდება ძირითადად ინფექციური ან სიმსივნური დაავადებები და იმუნური სისტემის მძიმე დაზიანება. ამ დაავადებას ხალხმ უკვე უწოდა მე-20 საუკუნის შავი ჭირი და დღეისთვის კაცობრიობის უდიდეს საფრთხედ მიიჩნევა, თერმობირთვული ომის შემდეგ.

ფართოდ დახუჭული თვალები


ფართოდ დახუჭული თვალები ანუდაკიდების თეორია

ანა მოსიაშვილის გუნდი


ადამიანი თავისი არსებობის დღიდან ცდილობს ცხოვრება გაიმარტივოს. ჩვენს თანამედროვეობაში მეცნიერთა აღმოჩენები და მიღწევები არა მარტო ყოფით ცხოვრებას, არამედ გონებრივად შესასრულებელ სამუშაოებსაც გვიადვილებენ.

ადამიანები კონკრეტულის გარდა, ზოგადსა და აბსტრაქტულსაც ამარტივებენ, როგორიცაა ურთიერთოებები, დამოკიდებულებები, შეხედულებები, ფასეულოებები. თანდათან საზოგადეობისა და ინდივიდის ურთიერთობებში შეიცვალა მგრძნობელობა საკუთარი და სხვისი პრობლემების მიმართ, გამოიკვეთა ტენდენციებიც, რომლებსაც ჩვენ სამართლიანად თუ უსამართლოდ, უხეშად თუ ახლაგაზრდული ენითდაკიდების თეორიასვუწოდებთ.