Wednesday, August 29, 2012

სტიგმატიზმი


სტიგმატიზმი


ვივიან ახვერდოვის გუნდი

სოციალური სტიგმა ნიშნავს ადამიანის დისკრიმინაციას ან პიროვნულ უკმაყოფილებას მისი უნიკალური თავისებურებებით, რომლითაც იგი განსხვავდება სოციალური გარემოსგან.

სოციოლოგ ირვინგ გოფმანის თეორიის მიხედვით, სტიგმა არის დამოკიდებულება, ქცევა ან რეპუტაცია, ომელიც სოციალურ დისკრედიტაციას ახდენსრის შედეგადაც სტიგმატიზმის მსხვერპლს სხვების თვალში მიეწერება უარყოფითი, მიუღებელი სტერეოტიპი, იგი გარიყულია არსებული სოციუმისგან და არ აქვს იგივე უფლებები, როგორც სოციუმის სხვა წევრებს. გოფმანმა სტიგმა განსაზღვრა, როგორც რეალური და ვირტუალური იდენტურობის არაშესაბამისობა.


უკიდურესი ანტიპათიის გამოხატვა ადამიანების მიმართ, რომელიცსხვანაირიაანუ არ გავს უმრავლესობას, გარკვეული ხარისხით თითქმის ყველა კულტურასა და საზოგადოებაში გვხვდება.

სოციალური სტიგმა ხშირად არასწორი აღქმისა და შეფასების შედეგია და შესაძლოა საფუძვლად სხვადასხვა რასის, ეთნიკური წარმომავლობის, სექსუალური ორიენტაციის, ფიზიკური ან გონებრივი შეზღუდვის, ასევე გენდერის, კანის ფერის, რელიგიის (ან არარელიგიურობის) მიმართ მიკუთვნებულობა ედოს.

სოციალური სტიგმა სხვადასხვა ფორმით გამოვლინდება. ყველაზე ფართოდ გავრცელებულია კულტურასთან, წონასთან, გენდერთან, სასთან და დაავადებებთან დაკავშირებული სტიგმა. ბევრი სტიგმატიზებული ადამიანი იტანჯება სოც. კატეგორიზაციით, მათ აღიქვამენ როგორც რაღაც ჯგუფის ნაწილს და არა როგორც დამოუკიდებელ ინდივიდს

 სტიგმა ძირითადად სამი ფორმით არსებობს:
1. აშკარა, გარე დეფორმაციები (მაგალითად ნაიარევი), ფიზიკურად გამოხატული ანორექსიის ან სხვა დარღვევის ნიშნები; ფიზიკური ან სოციალური უნარების დაქვეითება /არ ქონა (როგორიცაა მაგალითად პიკვიკის სინდრომი).
2. ისეთი დევიაციები პერსონალურ თვისებებში, როგორიცაა მაგალითად გონებრივი აშლილობა, ნარკოდამოკიდებულება, ალკოჰოლიზმი და კრიმინალური წარსული, ასევე ხშირად ხდება სტიგმატიზაციის საფუძველი.
3. საინტერესო ფენომენია - ”ჯგუფური სტიგმა”, რომელიც არსებული სოციუმისგან განსხვავებულ ეთნიკურ, ნაციონალურ და რელიგიურ ჯფუფებს ეხება. აღსანიშნავია, რომ სტიგმის საფუძველი შესაძლოა იყოს როგორც ნამდვილი ასევე წარმოსახვითი.


სოციალურ სტიგმასთან ასოცირებული დამოკიდებულებები ხშირად გეოპოლიტიკურ და სოციოპოლიტიკურ კონტექსტზეა დამოკიდებული და რეგიონებისა და ქვეყნების მიხედვით შეიძლება ვარირებდეს. რაც შეეხება ქართულ რეალობას, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მოსახლეობის 17% ეთნიკურად არაქართველია, ამ კუთხით ყველაზე აქტუალური ეთნიკური ჯგუფების მიმართ დამოკიდებულების საკითხია. საქართველოში ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება საუკუნეებს ითვლის. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პილიტიკა ტოლერანტულია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების მიმართ, მოსახლეობაში მაინც არსებობს უარყოფითი, სტერეოტიპული და დისკრიმინაციული დამოკიდებულება. ძირითადად ეს ცინიკური განწყობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით გამოიხატება. ამის მიზეზი ადამიანებში გაღვივებული ეთნოცენტრიზმია, რასაც ხმამაღლა თითქმის არავინ აღიარებს.

სოციოლოგების, ლინკისა და ფელანის მოდელის მიხედვით, იმისთვის, რომ მოვლენას სტიგმა ვუწოდოთ, მასში ოთხი კომპონენტი უნდა მონაწილეობდეს:
1. ადამიანები განსხვავებული ინდივიდების დიფერენცირებას და იარლიყების მიწებებას ახდენენ.
2. გაბატონებული კულტურული რწმენები ზღუდავს დიფერენცირებულ ადამიანებს, ილახება მათი უფლებები.
3. სახეზე გვაქვს ჯგუფები ”ჩვენ” და ”ისინი”. ამ ორ ჯუფს შორის საკმაოდ დიდი დისტანციაა შექმნილი. ადამიანები მიდრეკილნი არიან "ისინი" ჯგუფის წევრები აღიქვან როგორც უფრო დაბლა მდგომი ან ზოგჯერ, საერთოდ არც აღიქვან ადამიანად. ამგვარი უკიდურესობები ყველაზე ცუდ შედეგებს იწვევს.
4. ეს ადამიანები დაბალი სტატუსის მქონენი არიან და დისკრიმინაციას განიცდიან, რასაც საბოლოოდ არათანასწორ მდგომარეობამდე მივყავართ.
საინტერესოა, თუ რამდენად განიცდიან სტიგმატიზაციას საქართველოში არსებული ეთნიკური ჯგუფები და როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას მათ მიმართ. საქართველოში მცხოვრებ ყველაზე დიდ ეთნიკურ ჯგუფს აზერბაიჯანელები წარმოადგენენ. მათ შესახებ მცირე გამოკითხვა ჩავატარეთ. გამოკითხულებს ვთხოვეთ დაეხასიათებინათ, თუ როგორია, მათი აზრით, რიგითი აზერბაიჯანელი. პასუხები ძირითადად შემდეგნაირი იყო: ჭრელი სამოსი, „უცნაურ“ ენაზე საუბარი, მუქი კანი, მშრომელები და მომხვეჭელები. 

„გამოუსვლელები არიან, განათლებული თათარი არ მინახავს მე“- აღნიშნა ერთ-ერთმა მათგანმა.

გამოკითხულთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ არაფერი საწინააღმდეგო არ აქვს ეთნიკურად არაქართველების მიმართ, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უარყოფითად შეხვდა კანონს რელიგიათა შესახებ. ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს უჭირს იმის გაანალიზება, რომ სხვა ეთნიკური ჯგუფებიც ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან.

სტიგმას აძლიერებს ტრადიციებისა და რელიგიის განსხვავებულობაც. მიუხედავად იმისა, რომ კომპაქტურად ჩასახლებული ეთნოსები ინარჩუნებენ და მიჰყვებიან საკუთარ წეს-ჩვეულებებს, მათ ასევე კარგად გაითავისეს ქართული ცხოვრების წესი. ამიტომაც მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში ძალიან მნიშვნელოვანია. სახელმწიფოს მხრიდან არის ამის ხელშეწყობა, მაგრამ რიგითი ადამიანების მხრიდან ჯერ კიდევ აგრესიულ დამოკიდებულებას იღებენ. ასევე აგრესიულად ხვდებიან ყოველ მცდელობას მათი მხარდაჭერისა. არსებობს შიში იმისა, რომ მალე ქართველები აღმოჩნდებიან უმცირესობაში. ამას ის კომენტარებიც ადასტურებს, რაც ერთ-ერთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომელიც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების მხარდასაჭერად გამართულ აქციას ეხებოდა. 





გამოცდილების შედეგად სტიგმატიზებული ადამიანები სწავლობენ, როგორ უნდა მოიქცნენ, იმისთვის რომ კარგად მოერგონ არსებულ სოციუმს. საბოლოო ჯამში ამას ქცევის მენეჯმენტამდე მივყავართ (რაც ცუდია, იმიტომ რომ თამაში უწევთ), მათ დიდი ძალისხმევის გაწევა უწევთ, რომ აკონტროლონ ქცევა და საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციის გაცემა. ქცევის მენეჯმენტის სტრატეგიები მოიცავს: დისიდენტიფიკაციას, მცდელობას დარჩნენ შეუმჩნეველნი, ან პირიქით, სხვების მოლოდინების შესაბამისი როლი მოირგონ და სტერეოტიპების მიხედვით მოიქცნენ. ამ სტრატეგიების რანგს „ხილვადობის კონტინუუმი“ ეწოდება. 

საინტერესოა, რა არის სტიგმის წარმოშობის მიზეზი, იქნებ მისი ფესვები მართლაც ევოლუციის პროცესში და ადამიანის გენეტიკაში უნდა ვეძებოთ ან იქნებ მეცნიერების უმეტესობას უნდა დავეთანხმოთ და სტიგმა წმინდად სოციალურ პროცესად აღვიქვათ? ფსიქოლოგები იმ აზრსაც გვთავაზობენ, რომ სხვების სტიგმატიზაცია, შესაძლოა ადამიანისთვის რამდენიმე ფუნქციას ემსახურებოდეს, მათ შორის თვითპატივისცემისა და თვითკონტროლის გაზრდას, შფოთვის შემცირებას. ასევე საკუთარი თავის ”უფრო დაბლა მდგომ”, ”უიღბლო” ადამიანთან შედარება, ”კარგად-ყოფნის” შეგრძნებას ზრდის და თვითშეფასებასაც ამაღლებს. 21 საუკუნეში სოციალური ფსიქოლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სტიგმატიზაცია ადამიანის კოგნიტური შესაძლებლობებისა და შეზღუდვების, ასევე სოციალური დასწავლისა და გამოცდილების ნორმალური შედეგია. თუმცა, რაც უნდა იყოს, ერთი რამ ცხადია, სტიგმას და სტიგმატიზაციას არასდროს არაფერი კარგი არ მოუტანია არც ინდივიდებისთვის და არც ჯგუფებისთვის. 

 ყველაზე უარეს შედეგებამდე საზოგადოების ინდიფერენტულობას მივყავართ. ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. მთავარია, ის, რომ რაც უნდა ძლიერი იყოს სტიგმა, მისი თავიდან აცილება მაინც შესაძლებელია. თუმცა ამისთვის ორი მნიშვნელოვანი ასპექტია საჭირო: მოქმედება როგორც სტიგმატიზებულის ასევე ამ ქმედების განმახორციელებელი პირის მხრიდან. 

სოციოლოგები სტიგმის თავიდან ასაცილებლად სამ ძირითად მეთოდს გამოყოფენ:
1. აუცილებელია ინდივიდების განათლება და ინფორმირება, ასევე საჭიროა მიეწოდოთ ინფორმაცია თუ რატომ არ უნდა მოახდინონ სხვების სტიგმატიზაცია.
2. აუცილებელია ძალისხმევის გაწევა საკანონმდებლო კუთხით დისკრიმინაციის წინააღმდეგ.
3. ასევე საჭიროა ძალისხმევის გაწევა რომ მოვახდინოთ საზოგადოების წევრების ჩართულობა ანტი-სტიგმატურ კამპანიებში, რაც გაზრდის იმის შანსს რომ ანტი-სტიგმა მესიჯები ლოკალური კონტექსტით რელევანტური და ეფექტური იქნება. (ჩამპბელლ)

სტიგმატიზმის ფენომენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სტიგმატიზებული ადამიანის თვითაღქმა და ამის საფუძველზე განხორციელებული ქცევაა, რომელიც ხშირად იმ მოლოდინების მიმართულებით იცვლება, რაც სოციუმს აქვს. ამასთან, ცვლილებას განიცდის არა მხოლოდ ქცევა, არამედ ემოციები, რწმენები, წარმოდგენა სამყაროზე და საკუთარ თავზე. ამიტომ, გარდა გარემოსა და ადამიანების დამოკიდებულებების შეცვლისა, აუცილებელია, ცვლილებები შევიტანოთ ინტერნალიზებულ სტიგმატიზმში, და შევუცვალოთ ადამიანებს წარმოდგენები საკუთარი თავის მიმართ.