Wednesday, August 29, 2012

ცენტრისკენული აჩქარება


ცენტრისკენული აჩქარება


სოფო სალაძის გუნდი

მიგრაცია (ლათ. Migratio-გადასახლება) - ადამიანის გადაადგილება ან გადასახლება სხვადასხვა ვადით, რომელიც სტატისტიკურად აღრიცხვადი საზღვრების გადაკვეთაში გამოიხატება. განასხვავებენ : მუდმივ, დროებით, სეზონურ, ქანქარისებურ, შიდა, გარე და სხვა სახის მიგრაციებს. მიგრაცია დღეს საკმაოდ აქტუალური თემაა. განსაკუთრებით შიდა მიგრაცია (ცენტრისკენული აჩქარება).  ცხოვრება ქალაქად - მოდა თუ საჭიროებით გამოწვეული აუცილებლობა? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გუნდის წევრებმა გადავწყვიტეთ გამოკითხვა ჩაგვეტარებინა ქალაქ ბათუმის ქუჩებში. სულ გამოვკითხეთ 500 (ხუთასი) ადამიანი. გამოკითხვა რომ უფრო მრავლისმთქმელი ყოფილიყო და ამავდროულად ერთმანეთში არ არეულიყო ორი თაობის აზრირესპოდენტები დავყეთ ორ ჯგუფად:
ისინი, რომლებიც 35 წელზე ნაკლებისანი არიან
ისინი, რომლებიც 35 წელზე მეტისანი არიან
                                                                     სტატისტიკა
მოდა თუ საჭიროება
რაოდენობა
-35
+35
მოდა
64
61
3
საჭიროება
436
192
244

ქალაქი თუ სოფელი
რაოდენობა
-35
+35
ქალაქი
239
27
212
სოფელი
261
56
205

მიზეზი
რაოდენობა
-35
+35
ეკონომიკური
340
78
262
განათლება
108
67
41
სხვა.
52
16
36

რესპოდენტთა დაახლოებით 70 % ფიქრობს, რომ  ცენტრისკენული აჩქარება გამოწვეულია რიგი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით, რისი ძირითადი მიზეზიც სოფლად სამუშაო ადგილების თითქმის არარსებობაასაარსებო მინიმუმის გარეშე დარჩენილი ხალხი  გამოსავალს ქალაქად ეძებს, ქუჩაში დახლს შლის, იწყებს ვაჭრობას ან მცირე ბიზნესს მიჰყოფს ხელს, უფრო ახალგაზრდანი და ძალ-ღონით სავსენი სამშენებლო სამუშაოებზე არიან დასაქმებულნი, რაც თავის რჩენის და ოჯახის გამოკვების საშუალებას აძლევთ.  გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ თუ სოფლად იქნება სამუშაო ადგილები და ინფრასტრუქტურა, ისინი სოფლად ცხოვრებას ამჯობინებდნენ. მაგრამ ადამიანთა კატეგორიას განვითარებული ინფრასტრუქტურის და სამუშაო ადგილების მიუხედავად მაინც ქალაქში ცხოვრება ურჩევნია. ასეა თუ ისე ფაქტი ერთიასოფლები პრაქტიკულად დაცლილია შრომისუნარიანი მოსახლეობისგან.  რომ აღარაფერი ვთქვათ მაღალმთიან სოფლებზერომლებიც მიგრაციულმა პროცესებმა თითქმის გაანადგურაპრაქტიკულად,  სოფლის მოსახლეობას ის მოხუცებულები შეადგენენ, რომლებიც არ ტოვებენ მამა-პაპისეულ სახლებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით  ცენტრისკენული აჩქარების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ეკონომიკური ფაქტორია, მაგრამ  არსებობს სხვა მიზეზებიც. იქნებ ამის ერთ-ერთი მიზეზი საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზაციის სურვილიცაა? დღეს ხომ სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები ბევრ რამეში არიან შეზღუდულები. ბავშვობიდან მათ არ აქვთ ბაგა-ბაღებში სიარულის შესაძლებლობა და ასაკთან ერთად ბევრი ისეთი რამ აკლდებათ, რაც ქალაქელი ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომია...  მაგალითად სოფლად მცხოვრებმა ახალგაზრდამ შეიძლება იმის გამო დაკარგოს ტანმოვარჯიშის ნიჭი, რომ სოფელში არაა სპეციალური სტუდია, სადაც მის ნიჭს განვითარების შესაძლებლობა მიეცემაიგივე პრობლემას ვაწყდებით, როცა საქმე განთლებას ეხება. სოფლად მცხოვრები ბავშვები ხშირად ვერ ახერხებენ სრულფასოვანი საშუალო განათლების მიღებას რიგი მიზეზების გამო, რომლებშიც მასწავლებლების  მომზადების დონის გარდა ინვენტარის უქონლობასაც დიდი ადგილი უჭირავს (როგორც სპორტული ისე საგანმამათლებლო თვალსაჩინოებანი. ბავშვებს აქ აქვთ სპორტული დარბაზები სადაც ერთ რომელიმე სპორტის სახეობას მაინც დაეუფლებიან) .  პრობლემა განათლების სეფეროში არამარტო სოფლებს არამედ პერიფერიულ ქალაქებსაც მოიცავს. ახალგაზრდები თვლიან რომ  ყველაზე კარგი სასწავლო პირობები და პროგრამები დედაქალაქის წამყვან უნივერსიტეტებს აქვთ და ამიტომ თავიანთ ქალაქში სწავლას დედაქალაქში სწავლა და შემდეგ ასე თუ ისე გარანტირებული სამუშაო ადგილი ურჩევნიათ, რასაც ხშირად სთავაზობენ  დედაქალაქის წამყვანი უნივერსიტეტები და ალბათ სწორ არჩევანსაც აკეთებენ, რადგან მათი მთავარი მიზანიც ხომ ისაა, რომ რაც შეიძლება პროდუქტიულები იყვნენ მომავალში.

მიგრაციის მიზეზად ხშირად ადამიანის ბუნებასაც ასახელებენ, რომელიც მიდრეკილია ეძიოს უკეთესი. ამ ყველაფერს კი თან ერთვის გლობალიზაციის პროცესები. დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც სოფლის რომელიმე მცხოვრებს თავი მდიდარი ეგონა იმის გამო, რომ მას 2 ძროხა ყავდა, მის მეზობელს კი ერთი J .

ძნელი სათქმელია რამდენად სწორად განვსაზღვრეთ ცენტრისკენული აჩქარების მიზეზები, მაგრამ ერთი კი ნათელია, საქართველოს მდგომარეობა ამ მხრივ მართლაც კატასტროფულია, რაც ძალიან გულსატკენია. ჩვენი ქვეყანა ხომ ულამაზესი და ძალიან ნაყოფიერი მხარეა. გუნდის წევრები შევეცადეთ თავად გავცნობოდით აჭარის მაღალმთიან სოფლებში არსებულ სიტუაციას ამ ხრივ და რამდენიმე სოფელს ვეწვიეთ როგორც ქედის, ასევე ხულოს და შუახევის რაიონებშირაც უფრო ვშორდებოდით ცენტრალურ ადგილებს მით უფრო იკლებდა მოსახლეობის რაოდენობა, შიგადაშიგ ვხედავდით მიტოვებულ სახლებს, მორღვეულ და უკვე დიდი ხნის ჟანგმოკიდებულ ღობეებს, მიტოვებულ ხილის ბაღებს, არსებული სურათი მართლაც მძიმე აღმოჩნდა (სოფლებში მოპოვებული ფოტომასალა ნათლად მოწმობს ამაზე).  ასევე შევძელით გავსაუბრებოდით მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოხუცებულებს და გვეკითხა თუ რას უკავშირებდნენ არსებულ მდგომარეობას. თემის მოცულობის სიმცირის გამო გთავაზობთ ყველა ინტერვიუს შეჯამებულ ვერსიას: ყველა 70 წელს გადაცილებული გამოკითხული ამბობს, რომ  ახალგაზრდებს სამუშაო არ აქვთ, სოფლად მოწეული მოსავალი კი ხშირად იმ დანახარჯსაც ვერ ანაზღაურებს რაც მის მოყვანაზეა დახარჯული. არ იარსებებს ინფრასტრუქტურა, თუ გლეხს არ ექნება სტაბილური შემოსავალი და ის მხოლოდ თავის მოსავალზე იქნება დამოკიდებული, რომელიც სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ზედმეტი ენერგიისა და ფულის ხარჯვაა. გასაგებია ისიც რომ გლეხი ოდითგანვე მის მოსავალზე იყო დამოკიდებული მაგრამ თანამედროვე დედამიწას უჭირს თავისით მოსავლის მოცემა, რასაც ისევ დამატებით ეკონომიკურ შემოსავლის საჭიროებასთან მივყავართ.

სამწუხაროდ საქართველოს სტატისტიკის სამსახურს არ მოეპოვება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რამდენია ქალაქებში მიგრირებულთა რიცხვი, მაგრამ ამ სფეროში ჩახედულ ადამიანებს თუ ვენდობით ამ რიცხვმა ბევრად იმატა ადრინდელი სახელმწიფო მინისტრის, კახა ბენდუქიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის მიხედვითაც გაუქმდა  ., „მთის კანონი“.  სხვა მრავალ შეღავათებთან ერთად მაღალმთიან მოსახლეობას მოეხსნა შეღავათები ბუნებრივ აირზეამ შემთხვევაში საფრთხე ორმაგი იყო, პირველი ის, რომ მოსახლეობის რაღაც ნაწილი ნამდვილად დატოვებდა სახლებს, ხოლო მეორე და უფრო დიდი საფრთხე კი ის იყო, რომ მაღალმთიანი ხეობების დიდი უმრავლესობა სასაზღვრო ზონებიცაა და საზღვარს კი ყველაზე ეფექტურად ადგილობრივი მოსახლეობა იცავს - მთის დაცლა გაზრდიდა საქართველოს საგარეო საფრთხეებსაც, მაგრამ იმდროინდელმა ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ეს პრობლემა არ იყო და ამის მოგვარება სასაზღვრო ზონებში საჯარისო ნაწილის ჩაყენებით მოგვარდებოდა, რისი შენახვაც ხელისუფლებას გაცილებით იაფი დაუჯდებოდამოლოდინი გამართლდა, რადგან ბუნებრივი აირის შეწყვეტას დაემატა კომპენსაცია, რასაც მოხევეებს მთავრობა სთავაზობდა თუ თავიანთი ხელით დაშლიდნენ სათბურებს, კომპენსაცია თითოეულ კვადრატულ მეტრზე 300-400  დოლარს შეადგენდა, რის მიხედვითაც ერთი ოჯახი საშუალოდ 5 000-დან 10 000 დოლარამდე იღებდასაარსებო წყაროს გარეშე დარჩენილმა მოხევეებმა კი ეს წყარო სახლკარიდან ასაყრელად გამოიყენეს. ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა 500 ადგილობრივი მოსახლის მტკიცებით ამ პროცესების შემდეც 30%-ზე მეტმა დატოვა მთა, რაც ისედაც მცირედ დასახლებულ რეგიონში საკმაოდ დიდი ციფრია.

თუ ყველა მოპოვებულ ინფორმაციას შევაჯამებთ ცენტრისკენული აჩქარების გამომწვევ მიზეზებს შორის ეკონომიკური სიდუხჭირე ლიდერობსძნელია ვინმეს მოთხოვო, რომ მამა-პაპის დატოვებულ საცხოვრებელს უერთგულოს, და უკეთეს ცხოვრებაზე უარი ქვას.

ჩვენ ამ საკითხში ნაკლებ კომპეტენტურები ვართ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ჩვენს მიერ მოპოვებულ მცირე სტატისტიკურ მონაცემებს და ინტერვიუებს, ნათლად შეიძლება ითქვას, რომ  სოფლის განვითარების პრიორიტეტად მიიჩნევა და კერძო ბიზნესის ხელშეწყობა ერთ-ერთი ძირითადი გზაა ცენტრისკენული აჩქარების შესანელებლადუმუშევრობა დღემდე ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება საქართველოში. განსაკუთრებით მწვავედ უმუშევრობა რეცესიის დროს ვლინდება, როცა მთლიანი შიდა პროდუქტი იკლებს სულ მცირე 2 კვარტლის განმავლობაში. სამწუხაროდ რეცესიის ტიპის მოკლე ეკონომიკური რყევა საქართველოსთვის გრძელვადიან მოვლენად იქცასაქართველოში, როგორც მსოფლიო მრავალ ქვეყანაში  ფუნქციონირებს კონსულტაციისა და დასაქმების პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 7 ქალაქში დასაქმების ცენტრებია გახსნილი (თბილისი, თელავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ფოთი და ბათუმი).

ახალგაზრდა ეკონომისტთა მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით დღეს სახელმწიფო დასაქმების პროგრამის ფარგლებში 1 სტაბილური სამუშაო ადგილის შექმნაზე ხარჯავს 8772 ლარს, რაც საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების  გავითვალისწინებით საკმაოდ დიდი თანხაა.

მიუხედავად საქართველოში ცენტრისკენული აჩქარების ასე დიდი მასშტაბებისა, იმედს ვიქონიებთ, რომ სწორად განხორციელებული პოლიტიკის წყალობით სოფელი კვლავ გაძლიერდება