Wednesday, August 29, 2012

ფართოდ დახუჭული თვალები


ფართოდ დახუჭული თვალები ანუდაკიდების თეორია

ანა მოსიაშვილის გუნდი


ადამიანი თავისი არსებობის დღიდან ცდილობს ცხოვრება გაიმარტივოს. ჩვენს თანამედროვეობაში მეცნიერთა აღმოჩენები და მიღწევები არა მარტო ყოფით ცხოვრებას, არამედ გონებრივად შესასრულებელ სამუშაოებსაც გვიადვილებენ.

ადამიანები კონკრეტულის გარდა, ზოგადსა და აბსტრაქტულსაც ამარტივებენ, როგორიცაა ურთიერთოებები, დამოკიდებულებები, შეხედულებები, ფასეულოებები. თანდათან საზოგადეობისა და ინდივიდის ურთიერთობებში შეიცვალა მგრძნობელობა საკუთარი და სხვისი პრობლემების მიმართ, გამოიკვეთა ტენდენციებიც, რომლებსაც ჩვენ სამართლიანად თუ უსამართლოდ, უხეშად თუ ახლაგაზრდული ენითდაკიდების თეორიასვუწოდებთ.


ცნებადაკიდებისმნიშნვნელობა დღეს უკვე ფართო გაგებით ასეთია: აიძულო შენი თავი არ მიაქციო ყურადღება გარკვეულ ქმედებას, არ გქონდეს საპირისპირო რეაქცია კონკრეტული მოვლენისადმი, არ გაიზიარო და არ განიცადო ის, რამაც შეიძლება შინაგანად დისკომფორტის განცდა გამოიწვიოს.

ადამიანებს არ მოსწონთ საკუთარი ცხოვრების გართულება და პარადოქსია, მაგრამ ხანდახან თავიანთ პრობლემებზეც ხუჭავენ თვალს. ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვესმის ფრაზები: „დაიკიდე რა!“, „არ შეიმჩნიო“ „გაატარე“... და თითქოს ამ უწყინარმა, სლენგზე ნათქვამმა, ახალგაზრდებში გავრცელებულმა ფრაზებმა (თუმცა არც უფროსი თაობისთვის არის უცხო) ცხოვრება ვისთვის გაამარტივეს, ვისთვის შეცვალეს.

გამარტივებულიცხოვრების ცვლილებები ფართო მასშტაბით საზოგადოებაზე აისახა. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ სოციუმში, რომელიც, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, „დაკიდების თეორიითხელმძღვანელობს. საბოლოოდ კი ყალიბდება, როგორც უმოქმედო, პასიური და მკაცრი დამოკიდებულებით პრობლემების მიმართ.

თავად პრობლემას კი ორი მხარე აქვს. უარყოფითი თავისთავად, რადგან გულისხმობს რთულ, გამოუვალ ან არასასიამოვნო სიტუაციას. ხოლო დადებითი ის, რომ მისი დაძლევის შედეგად აღმოვჩნდებით უკეთეს მდგომარეობაში, რომელიც გარკვეულწილად სტიმულია, ადამიანის და საზოგადოების მუდმივი განვითარების პროცესში. რომ არა პრობლემები ადამიანთა ცხოვრება ალბათ ისეთი საინტერესო აღარ იქნებოდა როგორიც არის.

ხშირ შემთხვევაში, ერთი პრობლემა წარმოშობს მეორეს.

ჩვენეული დამოკიდებულება საკითხისადმი დაგვეხმარება იმის გააზრებაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და ადამიანის როლი პრობლემების გადაჭრასა და მოგვარებაში.

ადამიანები კი სამწუხაროდ რიგი პრობლემების მიმართ გამოკვეთილად უმოქმედონი არიან. ინერტული დამოკიდებულება საკითხს ამწვავებს და ფართო მასშტაბებს სძენს.

ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, მათხოვრობა, მაწანწალა ბავშვები, ძალადობა თუ სხვა საზოგადეობისთვის უკვე კარგად ნაცნობი პრობლემატური საკითხებია. ხორციელდება კონკრეტული სახელმწიფო პროგრამები, მუშაობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა, ფაქტია, რომ პრობლემები რეალურად არსებობს და უფრო მძაფრ რეაგირებას საჭიროებს, როგორც ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების მხრიდან.

დღეს ჩვენს რეალობაში არც თუ ისე იშვიათად ვხედავთ ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანს, რომელიც ქუჩაში ასფალტზე ან სკვერის სკამზე მობუზულა და სძინავს. არც ზამთარში უსახლკაროთა გაყინული გვამებია უცხო. საზოგადოების უმეტესობა კი ხშირადაბიჯებსმათ სხეულებს, ისინი მხოლოდ სავალი ნაწილის ბარიერებად მიუჩნევია. ათასიდან მხოლოდ ერთმა შეიძლება შესთავაზოს დახმარება. ერთი გამონაკლისია, ათასი - საზოგადოება.

მაწანწალა, პატარა ბავშვები ისევ დადიან ქუჩაში ხელგამოწვდილები, მშიერი თვალებით, სიფრიფანა ტუჩებით და ხურდას გვთხოვენ. ვიღაცას შეეცოდება, ჩაუგდებს ხუთთეთრიანს, ვიღაცა მოერიდება, რომ ჭუჭყიანი ხელები ახალ კაბაზე არ მოედოს ან იმის შიშით, რომ ძლივს ჩაძინებულ სინდისში არ მოაფათუროს მტვრიანი ხელები. ათასიდან ერთი თუ წაიყვანს მაწანწალას თავშესაფარში ან ფსიქოლოგთან. ერთი გამონაკლისია, ათასი - საზოგადოება.

პარადოქსია, რომ ადამიანებს ვეღარც წარმოუდგენიათ მეტრო აქეთ-იქით მიმჯდარი თავჩაღუნული მათხოვრების გარეშე. ესეც ჩვენ მიერ კარგად დასწავლულიდაკიდების თეორიისშედეგია.

თუმცა არსებობს სხვა ფაქტორებიც, რის გამოც საზოგადოება ასეთი უმოქმედოა. ადამიანებს პირადი პრობლემები აღარ აძლევთ საშუალებას სხვის გასაჭირზეც იფიქრონ, მათაც დაეხმარონ. თუ სახლში შვილები მშობელს კალთას აწყვეტენმშიასძახილით, რომელი მათხოვრის ხვეწნა-მუდარას გაიგებს გამწარებული მშობელი?!

კიდევ ერთი ფაქტორი სამოქალაქო განათლების საოცრად დაბალი დონეა. საზოგადეობის ერთი ნაწილი ვერც კი ხვდება რომ პრობლემები არსებობს ან სიტუაციას სულ სხვაგვრად, დამახინჯებულად აღიქვამს.

ამის ნათელი მაგალითია ის, როდესაც საზოგადოება აივ-ინფიცირებულსშიდსიანადმოიხსენიებს. ერიდებიან კონტაქტს, ეშინიათ, გაურბიან და ეზიზღებათ, ისევე, როგორც არატრადიციული ორიენტაციის მქონეებს.

სამოქალაქო უპასუხისმგებლობაზე და ჩვენი საზოგადოების უცნაურ მენტალიტეტზე მეტყველებს გაკეთებული აბორტების უზარმაზარი რიცხვი. კონტრაცეპტივების გამოუყენებლობა პროპროციულად აისახება აბორტების რაოდენობაზე.

საზოგადოების უმოქმედო ნაწილის დანაშაულია, ის რომ იცის მაგრამ არ ასწავლის მეორეს, არ მოუწოდებს, უბრალოდიკიდებსდა ცხოვრობს მარტივად. ქართული ფრაზეოლოგიზმის არ იყოს - აუტკივარ თავს არ იტკიებს.

აღსანიშნავია, ნაგავსაყრელზე გადაყრილი ახალშობილების საკითხიც. საშინელებაა, ამასთან რეალობაა, როდესაც დედა საკუთარ შვილს, როგორც ცხოველს ყველაზე ბინძურ ადგილას აგდებს. ამას, ხშირ შემთხვევაში, მიტოვებული ორსული ქალები აკეთებენ, რომელთაც საზოგადოების ეკლიანი როზგის - ჭორაობის და გაკიცხვის ეშინიათ. მხოლოდ ცალკეული ადამიანები ჩნდებიან მათ დასახმარებლად. აქაც ერთი გამონაკლისია, ათასი - საზოგადოება.

ალბათ გაგვიგია ფრაზა: „ასეთი შვილით გარეთ როგორ გამოდის, არ რცხვენია?!“ საუბარია გონებრივად ჩამორჩენილ და ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანებზე, რომელთა მიმართაც არსებობს სტიგმა. მასიურად პრობლემატურია პანდუსების საკითხიც. ათასიდან ერთი თუ შეხედავს მათ, როგორც საზოგადოების სრულფასოვან წევრებს, ერთი გამონაკლისია, ათასი - საზოგადოება.

ოჯახურ ძალადობაში ჩაურევლობა კი თანამედროვედაკიდების თეორიაშესისხლხორცებულისაზოგადეობის მთავარი პრინციპია, იმ უამრავ პრინციპთა შორის, რომელთა აქტუალურობის გამოც მათზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება.

მედიის როლი საზოგადოების დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემის მიმართ უმნიშვნელოვანესია. თუმცა ქართული ტელეარხები ინფორმაციის გავრცელებისას ხშირად თავად გვევლინებიან დისკრიმინატორის როლში და მაყურებელსაც აგრესიულად განაწყობენ. ჟურნალისტების არაპროფესიონალიზმის შედეგად ყალიბდება სტიგმა, რომლის მოშორებასაც უამრავი დრო და ძალისხმევა სჭირდება.

 სახელმწიფოს, არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების კომპლექსური მუშაობით შესაძლოა ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარება. სოციუმს უნდა მიეწოდოს ზუსტი ინფორმაცია, საჭიროა შემუშავდეს ეფექტური პროგრამები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ ჯგუფების დესტიგმატიზაციას და საზოგადოებაში სრულ ინტეგრირებას. თითოეული ინდივიდის როლი, მნიშვნელობა, ფუნქცია განსაზღვრავს ზოგად განწყობას. საჭიროა თვითშეგნების და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლება. სამოქალაქო აქტივიზმს შეუძლია შეცვალოს რეალობა.

ნუ დავხუჭავთ თვალს სხვის პრობლემაზე! ეს ჩვენც გვეხება!