Wednesday, August 29, 2012

აივაცია

აივაცია 


გიორგი დოლმაზაშვილის გუნდი

დღევანდელ მსოფლიოში უდიდეს და ფაქტობრივად გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს დაავადებათა ჯგუფი, რომელიც სამწუხაროდ ფართოდაა გავრცელებული, ეს დაავადებები აივისა და შიდსის სახელითაა ცნობილი.

აივი ეს არის ადამინის იმუნოდეფიციტის ვირუსი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში შეჭრის შემდეგ აზიანებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, რის შედეგად ქვეითდება იმუნიტეტი.

ხოლო შიდსი არის ადამინის შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი, რომელიც წარმოადგენს ავით ინფიცირების ბოლო სტადიას, როდესაც ავადმყოფს უვითარდება ძირითადად ინფექციური ან სიმსივნური დაავადებები და იმუნური სისტემის მძიმე დაზიანება. ამ დაავადებას ხალხმ უკვე უწოდა მე-20 საუკუნის შავი ჭირი და დღეისთვის კაცობრიობის უდიდეს საფრთხედ მიიჩნევა, თერმობირთვული ომის შემდეგ.


საინტერესოა, თუ როგორ ხდება აივ ინფექციის გადაცემა. არსებობს 3 ძირითადი გზა, ესენია: ჯანმრთელი ადამიანის სისხლის კონტაქტი ინფიცირებული ადამიანის სისხლთან, დაუცველი სქესობრივი ურთიერთობები და . ვერტიკალური გზა აივ ინფიცირებული დედიდან შვილზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების პროცესში დაინფიცირება.

 არ არსებობს შანსი იმისა, რომ ზემოთ აღნიშნული გზების გარდა, უბრალო კონტაქტით, ჩახუტებით, კოცნით, საუბრით და . ინფიცრებული ადამიანიდან დაავადება გადავიდეს სხვა ადამიანზე, თუმცა რეალობა სასტიკია ინფიცირებული ადამიანების მიმართ, ისინი ერთგვარ შიშს ბადებენ საზოგადოებაში და ექცევიან იზოლირებულ გარემოში. ამის გამო, განიცდიან მუდმივ მარტოობას, იმყოფებიან სტრესულ მდგომარეობაში. ასეთი მდგომარეობა, ჩვენი აზრით, გამოწვეულია ინფორმაციის ნაკლებობით, რომელსაც საზოგადოება განიცდის ამ საკითხთან დაკავშირებით. გულგრილი და უმოქმედოა საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც არ ცდილობს გაიღრმავოს ცოდნა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და მორალურად მხარში დაუდგეს ინფიცირებულ ადამიანებს.

 პირველ რიგში, უნდა გვესმოდეს, რომ აივითა და შიდსით დაავადებული ადამიანები საზოგადოების ჩვეულებრივი, სრულფასოვანი წევრები არიან. დღეისთვის შიდსის საბოლოო განკურნება არ ხდება, თუმცა არსებობს ანტივირუსული მედიკამენტები, რომლებიც მნიშვნელოვნად ახანგრძლივებენ ადამიანის სიცოცხლეს. ისინი ვერ ანადგურებენ ბოლომდე ვირუსს, მაგრამ აფერხებენ მის გამრავლებას. რაც უფრო ადრე მოხდება აივ ინფექციის დიაგნოზის დასმა, მით უფრო ეფექტურად მოქმედებენ მედიკამენტები. ახანგრძლივენებენ და აუმჯობესებენ სიცოცხლის ხარისხს.

როგორ ავირიდოთ თავიდან აივით დაინფიცირების ალბათობა? ჩვენი აზრით, ეს ყველაზე აქტუალური კითხვაა, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, ამაზე პასუხი მარტივია, რადგან ზემოთ ხსენებულია აივის გადაცემის გზები, ანუ შემოწმებული სისხლის გადასხმა, სწორი სამედიცინო მანიპულაციები, დაცული სქესობრივი კავშირი, ნაყოფისა და დედის ორსულობის პერიოდშივე გამოკვლევა გარანტიაა იმისა, რომ დაინფიცირების ალბათობა ნულამდე იქნება დაყვანილი.

 აივის რისკ ჯგუფს ძირითადად წარმოადგენენ ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები, ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების სქესობრივი პარტნიორები, პირები, რომლებიც აღნიშნავენ მრავლობით დაუცველ სქესობრივ კავშირებს, მამაკაცები, რომლებსაც აქვთ კონტაქტი მამაკაცებთან, პირები, რომლებსაც გადატანილი აქვთ ან ავად არიან სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით, პირები, რომლებსაც ხშირად უტარდებათ სამედიცინო მანიპულაციები, სისხლის ან სისხლის პროდუქტების რეციპიენტები, ორსული ქალები. ჩვენი აზრით, სწორედ ამ ადამიანებს მართებთ უდიდესი სიფრთხილე და ყურადღება.

  როგორ გავიგოთ, ვართ თუ არა აივ ინფიცირებულნი? ამისთვის არსებობს სისხლის ანალიზი და სპეციალური ტესტი. აღნიშნული ტესტი განსაზღვრავს ორგანიზმში აივ  ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების არსებობას.

თუ ადამინი აივ ინფიცირებულია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი უმწეოა, უამრავი გზა არსებობს იმუნური სისტემის გაძლიერების და სიცოცხლის გახანგრძლივებისათვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამინის ცხოვრება რადიკალურად უნდა შეიცვალოს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ.

სამწუხაროდ, ადამიანთა უმრავლესობის რეაქცია სიტყვაშიდსზეწარმოადგენს შიშს. ესაა შიში დაავადების, ტანჯვის, სიკვდილის, მედიცინისა და საზოგადოების უძლურების წინაშე, რომელთაც გავრცელებული აზრის თანახმად, არ შესწევთ ძალა დაუპირისპირდნენ ამ დაავადებას რაიმე ქმედებით. თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ აბსურდია და შიდსთან ბრძოლის გზებიც მხოლოდ ჩვენს ხელთაა.

  რა ვუყოთ შიდსთან ასოცირებულ სტიგმას? ხომ არ აჯობებდა მეტი ინფორმაცია მიგვეღო და გადაგვეცა საზოგადოებისთვის ამ დაავადებისა და მისი მიმდნარეობის შესახებ? ალბათ მაშინ უფრო შემწყნარებელი იქნებოდა საზოგადოება იმ ადამიანების მიმართ, ვინც საკუთარი თუ სხვისი გაუფრთხილებლობის გამო დაინფიცირებული აღმოჩნდა. ხომ არ აჯობებდა რომ სტიგმა სოლიდარობით შეგვეცვალა ხოლო შიში - იმედით? არავინ ვართ დაზღვეული ამ დაავადებისგან თუკი გაუფრთხილებლად მოვიქცევით.

 ასე, რომ თუ გაქვთ ეჭვი, რომ თქვენ წარსულში ჩაიდინეთ სარისკო ქმედება და ეს შეიძლება გახდეს აივ ინფიცირების გზა, ჩვენი რჩევა იქნება, ჩაიტაროთ ანონიმური ტესტი. გახსოვდეთ, რომ თქვენი ცხოვრების წესი - თქვენი ჯანმრთელობის გარანტიაა!

 საბოლოოდ, აივი და შიდსი მწვავე პრობლემად დგას საზოგადოების წინაშე, თუმცა ერთიანი ძალებით, სოლიდარობითა და ურთიერთ დახმარებით ახლო მომავალში აუცილებლად დავამარცხებთ მას. მანადე კი, გავერთიანდეთ ამ დაავადებების წინააღმდეგ! ...