Wednesday, August 29, 2012

გზები, რომელთაც ვერ ვირჩევთ


გზები, რომელთაც ვერ ვირჩევთ


მურთაზ ჩიქოვანის გუნდი

„შეუძლებელია, კაცი გიყვარდეს და თან გეცოდებოდეს, იმიტომ რომ, სიყვარული, ალბათ, მუხლმოყრილი ლოცვაა, სიბრალული კი საკუთარი უპირატესობის შეგნება. ხოლო თუ ვინმეზე მუხლმოყრილი ლოცულობ, აქ უპირატესობის გრძნობა გამორიცხულია“ - ჯემალ ქარჩხაძე

„ნუ მეტყვი, რომ მე ეს არ შემიძლია“ - ჯონ ლოკის რეფრენი („დაკარგულები“)


კაცობრიობის ისტორიაში ნამდვილად იარსებებდა ერთი ისეთი ფილოსოფოსი, რომელიც იტყოდა, რომცხოვრება გზაჯვარედინებისაგან შედგება და შესაბამისად, არსებობს გზები, რომელთაც ვირჩევთ, გზები, რომელთაც ვერ ვირჩევთ, ან ყველაზე უარესი, გზები, რომელთაც სხვები გვირჩევენ.“ გვირჩევენ მშობლები, გვირჩევს საზოგადოება, გვირჩევს ეკლესია, გვირჩევს მეზობელი, გვირჩევს მედია და ჩვენი ცხოვრებაც ისე იგეგმება, რომ ჩვენ მხოლოდ სტატისტის როლში ვრჩებით. ზოგჯერ ეს ჩარევა არგუმენტირებულია და შერჩევას რჩევის სახე აქვს („შენ კარგად წერ და ბიოინჟინერობას სჯობს ჟურნალისტიკას გაჰყვე“), თუმცა, ხშირად ჩვენ ჩვენი თავის იმედი არ გვაქვს და ვირჩევთ არასასურველ გზას მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა გზის გავლა ჩვენივე ავტორიტეტებს უსარგებლოდ ან შეუძლებლად მიაჩნიათ.


გზების შერჩევის მხრივ ყველაზე რთულად საქმე შეზღუდული შესაძლებლობების პირთა შემთხვევაშია, რადგან გვგონია, რომ ეს ავტომატურად ბევრ გზაზე უარის თქმას ნიშნავს. ერთი მხრივ იმიტომ, რომ ჩვენ სტერეოტიპების გავლენის ქვეშ ვართ და გვგონია, რომ შეზღუდული შესაძლებლობები ყველაფერში დიდი ბარიერი შეიძლება გახდეს. მეორე მხრივ კი - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები გვეცოდება დააფსუს“-დართული დანანებით ვიქნევთ ხოლმე თავს, რაც სხვა არაფერია თუ არა ჩვენი ფსევდოუპირატესობის შეგრძნება და ამის უნებური ილუსტრაცია. არადა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები იპყრობენ მწვერვალებს - მაშინ როდესაც ბევრიშეუზღუდავი შესაძლებლობების მქონე პირიამას ვერ შეძლებს, იპყრობენ სცენებს - მაშინ, როდესაც ბევრისთვის ეს ოცნებად რჩება, ცურავენ - კიდურების უქონლობის მიუხედავად, მაშინ, როდესაც ბევრი წყალში უბრალოდ იძირება, მონაწილეობენ ოლიმპიადაზე - როდესაც ბევრი სპორტსმენი ამას კარიერის განმავლობაში ვერ აღწევს. და რა - ამის გამო ამშეუზღუდავი შესაძლებლობების მქონე პირებსხომ არავინ იცოდებს ან არ ექცევა ისე, თითქოს მათთვის ცხოვრება იყოს დამთავრებული.

შეცოდება ადვილი საქმეა. ორ მიმიკაში გამოხატავ - მოწკურული წარბებით და სევდანარევი თვალებით, მაგრამ ხუთი-ათი წუთის შემდეგ, როგორც წესი, ისევე დაივიწყებ, როგორც წიგნებში აღწერილ ბუნების სურათების აღწერას. არ არსებობს ყოვლისშემძლე ადამიანი, რომელსაცოქროს ხელიაქვს და ყველაფერი გამოსდის, რასაც შეეხება. ზოგს სირბილი არ შეუძლია, ზოგს მანქანის მართვა, ზოგს ცურვა და ზოგს ლექსის წერა, ამიტომ ჩვენი უსარგებლო შეცოდებები უკან უნდა წავიღოთ და ასპარეზი ისეთ ლექსიკურ ერთეულებს დავუთმოთ, როგორიცდახმარების სურვილიდათანადგომაა“.

რატომ ხდება ისე, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები სასურველ გზებს ვერ ირჩევენ. რატომ ვერ ახერხებენ, რომ თავად ავიდნენ ავტობუსში, ჩავიდნენ მიწისქვეშა გადასასვლელებში, ჰქონდეთ ნორმალური სამუშაო პირობები, იმოძრაონ ქალაქში თავისუფლად, დაგეგმონ მომავალი მათთვის სასურველი მიმართულებით... ერთი სიტყვით, მოიქცნენ ისე, რომ მაქსიმალურად კომფორტულად შეძლონ ის, რაც უნდათ და არა ის, რის გაკეთებასაც ამ პირობებში ახერხებენ.

ესეც იმის გამოა, რომ მათ გზებს ჩვენ ვურჩევთ. ჩვენ ვსაზღვრავთ - რა შეუძლიათ და რა არა, ჩვენ არ ვქმნით სათანადო პირობებს ქალაქში სამოძრაოდ, ჩვენ გვგონია, რომ ისინირაიმეს გაკეთებას ვერ შეძლებენდა რომ საუკეთესო გამოსავალი ამ შემთხვევაშიმეცოდება, მაგრამ რა ვქნა აბა?!“- თქმა არის. არადა, თანადგომის საშუალებით შეიძლება ისიც გაკეთდეს, რაც აქამდე შეუძლებლად მიგვაჩნდა.

მთავარი სოციალიზაციაში დახმარებაა, რადგან აღარც ისეთი ბარიკადული ნაცვალსახელები იყოს, როგორებიცააჩვენდაისინი“. აი, მაგალითად, რატომ არ არის ბანკებში, სხვადასხვა ოფისში, სასტუმროების მისაღებში ან მსგავს ადგილებში ადგილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. მათაც ხომ თავისუფლად შეუძლიათ აკეთონ ის, რასაც თუნდაც კრედიტ-ოფიცრები აკეთებენ.

ამის გამოა, რომ პირველ რიგში, საზოგადოების ცნობიერებაში უნდა გადაიდგას გარდაქმნისაკენ პირველი ნაბიჯი და შემდეგ ალბათ, შევეშვებით გზების არჩევას მათთვის, ვისაც ამის გაკეთება თავადაც შეუძლია.