Wednesday, August 29, 2012

ჰომო ფობერი


რამდენიმე სიტყვა ჰომოფობიის შესახებ


სალომე ბოხუას გუნდი


თანამედროვე საქართველოში ჰომოფობიის თემა ხშირად ამოტივტივდება ხოლმე ტელევიზორის ეკრანებზე.

სანამ ჰომოფობიის შესახებ ვისაუბრებდეთ, ზოგადადფობიებზევთქვათ ორიოდ სიტყვა. უცხო სიტყვათა ლექსიკონის განმარტებით, სუფიქსიფობიაბერძნული სიტყვიდანფობოსმომდინარეობს და ითარგმნება, როგორც შიში. შიში რთული ფსიქოლოგიური ფენომენია, რომელსაც ყველა ადამიანი იცნობს. ფობიებზე საუბარი უძველესი დროიდან არ წყდება. ჯერ კიდევ როდის ამბობდა ჰიპოკრატე თავის ერთ-ერთ პაციენტზე: - მას აშინებს ფლეიტის დამკვრელი გოგონა. როგორც კი პირველ ბგერებს გაიგონებს, მაშინვე პანიკური შიში იპყრობს.


ფსიქიატრების განმარტებით ფობია შიშის რაციონალური ეტაპია. ის არაფრისგან აღმოცენდება და კონკრეტული ქმედებების ჩადენისაკენ გვიბიძგებს. შიში ორგვარია: რეალური და არარეალური. ხოლო ფობიები სწორედ არარეალური შიშების ჯგუფს განეკუთვნება. ფსიქოანალიტიკოსები მუდმივად იკვლევენ შიშის მდგომარეობას და ახდენენ განმარტებათა დიფერენცირებას.

ფობიები მიეკუთვნება ნევროზულ შიშებს, რომელიც რამდენიმე ფორმად იყოფა: პირველითავისუფალი შიშიგახლავთ, რაც ადამიანის მუდმივად ცუდ მოლოდინებს გულისხმობს. ნევროზული შიშების მეორე ფორმა, გარკვეული მოვლენებისა თუ ობიექტების მიერ არის განპირობებული. ეს შიში მრავალფეროვანი და უცნაური ფობიების სახით ვლინდება. სამედიცინო ტერმინოლოგიის ლექსიკონში ოთხასი სახის ფობიის აღწერილობას შეხვდებით. მათი რაოდენობა ცივილიზაციის ახალი მიღწევების პარალელურად იზრდება.

სტატისტიკის თანახმად, დედამიწის ყოველი მერვე მკვიდრი ერთი ან რამდენიმე ფობიით იტანჯება. სამყაროში ყველაზე მეტად გავრცელებულ შიშადაგორაფობიაანუ ღია სივრცის, ხმაურისა და ხალხ-მრავლობის შიში ითვლება. ასევე საკმაოდ გავრცელებულიაკლაუსტროფობია” - დახურული სივრცის შიში.

ფსიქოანალიტიკოსები გვთავაზობენ ფობიების ამგვარ პირობით კლასიფიკაციას:
ზოგადი ფობიები, როდესაც ადამიანს გარკვეული ობიექტის ან რაიმე საგნის ეშინია.
ლოკომოტორული ფობიები, ანუ ფობიები გარკვეული სიტუაციის მიმართ   (აგორაფობია და კლაუსტროფობია).
მესამე ფობია სოციალური ანუ მოქმედების ფობიაარაიმეს საჯაროდ კეთების შიში.

მედიცინის მსახურები ადრე თვლიდნენ, რომ ფობიები შიზოფრენიის ერთ-ერთი გამოვლინება იყო, თუმცა დღესდღეობით ის განიხილება, როგორც დამოუკიდებელი დაავადება, რომელიც შესაბამისი მკურნალობის კურსს საჭიროებს, თუმცა ფობიისაგან განკურნება საკმაოდ რთულია და ძირითადად ფსიქოანალიტიკოსებთან მკურნალობენ.

მოხსენების მთავარ საკითხსჰომოფობიას შევეხოთ. ჰომოფობიის უამრავ განმარტებას გვთავაზობენ სოციოლოგები, ფსიქოლოგები თუ სხვანი. ნაწილი მას აფასებს, როგორც დაავადებას, ხოლო ნაწილი უფრო გლობალურად უყურებს და საზოგადოების დაავადებად ნათლავს. ზოგიერთს ჩვეულებრივ სოციალურ მოვლენად მიაჩნია და . .

ტერმინი ჰომოფობია ნიშნავს უსაფუძვლო შიშს, განდგომას, სიძულვილს და (უარეს შემთხვევაში) დისკრიმინაციას ჰომოსექსუალების მიმართ.

ჰომოფობიასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება საზოგადოების ინფორმირებაა. მაინც ვინ არიან ეს ჰომოსექსუალები? არის კი ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა? გვიქმნიან ისინი რაიმე საფრთხეს?

გაგვიჭირდება სრული და ამომწურავი პასუხი გავცეთ პირველ შეკითხვას, რადგანაც ამ საკითხში ყველაზე უფრო კომპეტენტური ადამიანიც კი ვერ აგიხსნით ზუსტად ჰომოსექსუალობის გამომწვევ მიზეზებს. ერთადერთი, რაზეც თანხმდებიან სპეციალისტები, ის არის რომ ჰომოსექსუალობა არ არის ავადმყოფობა ან ანომალია და რომ ის გენეტიკურად გადაეცემა. ამის ცოდნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოებაში მუსირებს აზრი, თითქოს ჰომოსექსუალობის პროპაგანდით შესაძლებელი იყოს განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების რიცხვის ხელოვნურად ზრდა. ეს საკმაოდ პოპულარული შეხედულებაა. ამ დროს ახსენებენ ხოლმე ~სუსტი ნებისყოფისადამიანებს, რომელთაც არ შესწევთ უნარი წინააღმდეგობა გაუწიონ რეკლამის მავნე ზემოქმედებას და ამ პროპაგანდისმსხვერპლნიხდებიან. ამ აზრს ვერაფერს ვუწოდებთ, თუ არა დემაგოგიას (თუმცა არ არის გამორიცხული, ზოგი გულწრფელად ცდებოდეს).

რა არის ჰომოსექსუალობისპროპაგანდა?”. მეცნიერული ინფორმაციის გავრცელება მათ შესახებ? ვინც ამას გმობს, შუა საუკუნეებიდან გადმოსახლებული ობსკურანტია და სხვა არავინ!.. აქციის ჩატარება? საქართველო ჯერჯერობით პროდასავლური ორიენტაციის ქვეყანაა, ხოლო დემოკრატიულ ქვეყნებში არ არბევენ ასეთ აქციებს. ტელევიზორში ნაჩვენებ გამაღიზიანებელ კადრები? ჰო, ეს ძალზე საინტერესოა. ნამდვილად არასასიამოვნოა, როცა საღამოს, ერთ ოთახში შეკრებილი ოჯახის წევრები ტელევიზორს რთავენ და სარეკლამო გაჭრებშიც კი ჰომოსექსუალური აქტების ამსახველი კადრები იელვებს, მაგრამ ყოველი ასეთი კადრი მხოლოდ თანამედროვე ქართული მედიის დაბალ ეთიკასა და კულტურას უსვამს ხაზს. თვითონ ჰომოსექსუალობა აქ არაფერ შუაშია. არანაკლებ გამაღიზიანებელია ჰეტეროსექსუალური შინაარსის შემცველი კადრების დემონსტრირება ეკრანზე.

ისტორიულ პარალელს გავავლებ: ზიგმუნდ ფროიდის მიზანი ადამიანის სექსუალურობის კვლევა იყო. ფროიდის იდეებმა წაახალისა და საფუძველი შეუქმნა სექსუალურ რევოლუციას, რომლის დროსაც პორნო ინდუსტრია ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან ბიზნესად იქცა. ბუნებრივია, შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ფროიდს სურდა ერთ დროს ტაბუირებული თემების ამ მასშტაბებით ტირაჟირება. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ფროიდის შრომები იყო პორნო ინდუსტრიის გაჩენის ერთ-ერთი მიზეზი, ფროიდი მაინც არაფერ შუაშია.

ასტრონავტებისა და ექსბიოლოგების თავდაუზოგავი კვლევების პარალელურად, აღმოაჩინონ კოსმოსში სიცოცხლის თუნდაც პრიმიტიული ფორმები, ჰოლივუდში ათას იდიოტურ ფილმს იღებენ კოსმოსიდან მფრინავი თეფშებით ჩამოფრენილ მონსტრებზე.

ჩვენთვის, ანტიჰომოფობებისთვისაც მიუღებელია, მაგრამ ეს არ გვაიძულებს პირში წყალი ჩავიგუბოთ და მორიგი ყოვლად უაზრო ფილმის გადაღების შიშით, ჰომოფობიაზე აღარ ვისაუბროთ.  

დღესდღეობით, მაშინ როდესაც ჰომოსექსუალობას ტაბუ მოეხსნა და ხალხი, ცოტად თუ ბევრად, თამამად საუბრობს მასზე, საზოგადოებაში ჰომოფობია კვლავაც მწვავე პრობლემად რჩება. ფსიქოლოგების უმრავლესობა ჰომოფობიას განიხილავს, როგორც საკუთარი სექსუალური ლტოლვების მძაფრ რეპრესიასდათრგუნვას. ადამიანი უარყოფს საკუთარ სექსუალურ მიდრეკილებებს და ცდილობს მათ ჩახშობას. ამის საილუსტრაციოდ შეგვიძლია მოვიყვანოთ ცნობილი შვეიცარიელი რომანისტისა და დრამატურგის მაქს ფრიშის რომანიჰომო ფაბერი”, რომელშიც წინა პლანზე პიროვნული თვითშემეცნების პრობლემაა გამოტანილი. რომანი მოგვითხრობს, თუ როგორ გადაიქცა ჩვეულებრივი პიროვნებაფაბერი” - ჰომო ფაბერად, ანუ საკუთარი სექსუალური ცხოვრებისა და მიდრეკილების უარმყოფელად. პერსონაჟის ფსიქოლოგიური პორტრეტის ხატვისას, ავტორი შესანიშნავად გვიჩვენებს სოციალურ რწმენებსა და პიროვნების ემოციურ ლტოლვებს შორის წარმოქმნილ კონფლიქტს. ამ პრობლემას ხშირად ვაწყდებით ჩვენც. ასე რომ, ამ კონფლიქტმა შესაძლოა, მინიმუმ, ნერვულ აშლილობამდე მიგვიყვანოს და მაქსიმუმ, თვითმკვლელობამდე.

ნორვეგიელი ფილოსოფოსი იუსტაინ გორდერი მეტად მარჯვე შედარებას იყენებს, როცა სექსუალური ლტოლვის დამარხვაზე საუბრობს: - ეს იგივეა, რომ თხუნელას სოროს შესასვლელი ამოვუქოლოთ. ის ბაღის სხვა ადგილას ამოძვრება.

საინტერესოა ის გარემოება, რომ ჰომოფობთა უმრავლესობას სტატისტიკურად ის ადამიანები შეადგენენ, რომელთაც ხშირად აწუხებთ სექსუალური გაორება (საკმაოდ ხშირი მოვლენაა, როდესაც ადამიანი ერთდროულად ჰომოსექსუალიც არის და ჰეტეროსექსუალიც). სქესობრივი ორიენტაციის ასეთ ფორმას ბისექსუალიზმს ვუწოდებთ ან ფარულ ჰომოსექსუალურ ცხოვრებას ეწევიან.

მაგალითად, თანამედოვე იტალიელი ბელეტრისტის უმბერტო ეკოს ისტორიულ რომანშივარდის სახელი”, სადაც XIV საუკუნის ბერების მოღვაწეობაა აღწერილი, ვხვდებით ერთ საინტერესო ეპიზოდს. ბენედიქტელი ბერები, რომელთაც უფლისათვის ცელიბატის ანუ უქორწინებლობის აღთქმა აქვთ მიცემული, მონასტერში ჰომოსექსუალურ პრაქტიკას ეწევიან. თვით მთავარი პერსონაჟიმელქელი ადსონიგმობს ამ ცოდვას რისთვისაც უფლის რისხვამ გაანადგურა სოდომი, გომორი, სევოიმი და სიგორი; შემდეგ თავად აღიარებს, რომ სიბერეშიც კი უმღვრევს გონებას საეკლესიო ქოროს ყმაწვილი მომღერლების დანახვა.

ჩვენ შეგვიძლია, ჰომოფობია იმ შიშთა რიცხვში შევიყვანოთ, რომელიც ხალხს ზოგადად აქვს განსხვავებული რამის ან ვინმესადმი. მაგალითად ჯემალ ქარჩხაძის პრეისტორიულ მოთხრობაშიიგი” - ოთხ ფეხზე მოსიარულე ჰომო ერექტუსებისათვის მაშინვე საძულველი ხდება იგი, რადგან ორ ფეხზე სიარულს ისწავლის და ამ განსხვავებულობით უკვე უპირისპირდება ტომს. რასაკვირველია, ყოველგვარი განსხვავებულობა არ შეიძლება იყოს პოზიტიური, მაგრამ ნამდვილად გაუგებარია, რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს ჰომოსექსუალების ორიენტაცია (მით უმეტეს, როცა ის უკვე ამოიღეს სექსუალური პერვერზიების რიგიდან). გასაგებია, რომ ადოლფ ჰიტლერს ახალი ადამიანის შექმნა სურდა და ქალების ერთადერთ ფუნქციად ჯანმრთელი შთამომავლობის დატოვებას მიიჩნევდა. ამიტომაც ემტერებოდა ჰომოსექსუალებს, რომლებიცღვთაებრივ არიულ რასასმსგავს სამსახურს ვერ გაუწევდნენ; მაგრამ იმედი მაქვს, ჩვენთვის ადამიანის დანიშნულება მხოლოდ მემკვიდრეობის დატოვებით არ ამოიწურება. ოსკარ უაილდის, ქრისტოფერ მარლოს, ტრუმენ კეპოტის თუ შტეფან ცვაიგის შემოქმედებითი მემკვიდრეობა ალბათ არანაკლებ ღირსეული საჩუქარია კაცობრიობისთვის.   

მიხაილ ბულგაკოვს თუ დავუჯერებთ, შიში ყველაზე დიდი ცოდვაა... ასე რომ, ჰომოფობიის დაძლევა თუნდაც ამიტომ ღირს.